ხშირად დასმული კითხვები

რა არის დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი გულისხმობს დომენის გადმოტანას ერთი რეგისტრატორიდან, მეორე რეგისტრატორის ანგარიშზე.

რა ღირს დომენის ტრანსფერი?

დომენის ტრანსფერი კავაკსუს ონლაინიდან უფასოა, ტრანსფერის პროცედურისას იხდით დომენის გახანგრძლივების მინიმუმ 1 წლის საფასურს, რითაც დომენს ახანგრძლივებთ დამატებით 1 წლის ვადით, ასევე იმ შემთხვევაში თუ ძველ რეგისტრატორთან დარჩენილი გაქვთ დომენის გათიშვამდე ვადები, ეს ვადა ავტომატურად დაემატება ტრანსფერის პროცედურის დასრულების შემდეგ გადახდილ ვადას.

როგორ გავასხვისო დომენი?

დომენის გასხვისების პროცედურა მოიცავს ტრანსფერის პროცედურას, დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი, გაუგზავნეთ მას ვისაც უფორმებთ დომენს, ტრანსფერის მოთხოვნის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელ-ფოსტაზე დადასტურების შეტყობინებას, რის შემდეგაც მოხდება დომენის ტრანსფერი.

რამდენ ხანში გააქტიურდება შეძენილი დომენი?

დომენის აქტივაცია ხდება მომენტალურად, მას შემდეგ რაც შეიძენთ დომენს, ასევე აუცილებელია დომენს გაუწეროთ შესაბამისი NS ჩანაწერები, რის შემდეგაც შემდეგ საჭიროა 30 წუთიდან 12 საათამდე დრო, რათა თქვენმა ინტერნეტ პროვაიდერმა აღიქვას ახალი ჩანაწერები.

რომელი NS ჩანაწერები გავუწერო დომენს?

NS ჩანაწერების მისაღებად მიმართეთ თქვენს ვებ-ჰოსტინგ პროვაიდერს.

რა არის საჭირო დომენის რეგისტრაციისთვის?

საიტიდან www.domenebi.ge ქმნით პროფილს, საიდანაც თავად შეძლებთ დომენის რეგისტრაციის მართვას - ტრანსფერს, რეგისტრაციას, დომენის გადაფორმებას, ნს-ების, საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებას და გადახდას. შესაძლებელია დომენში "_", "?", "&" ან "!" გამოვიყენო? არა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ლათინური ასოების, ციფრებისა და დეფისის გამოყენება. დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ლათინური ანბანის ასოთი ან ციფრით. შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი.

როდის უნდა გადავიხადო რეგისტრაციის თანხა?

დომენის რეგისტრაციის თანხის გადახდა ხდება მომენტალურად, დომენის რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთანავე.

როგორ გავყიდო დომენი?

იმისთვის, რომ გავყიდოთ დომენი, სასურველი დომენის დეტალებში აირჩიეთ გაყიდვა და მიყევით ინსტრუქციას.

  • თქვენ მიერ მითითებულ ფასს, ემატება დომენის რეგისტრაციის საფასური 30 ლარი
  • თქვენ მიერ მითითებული ფასის 10% რჩება Domenebi.ge-ს, საშუამავლო მომსახურების გაწევისთვის.
  • 1000 ლარამდე თანხსი გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, ხოლო 1000 ლარის ზევით ინვოისის საფუძველზე.

რა არის გადამისამართება?

გადამისამართების სერვისი დაგეხმარებათ რამდენიმე თემატური დომენის ერთ ვებ-გვერდზე გადამისამართებაში. რომლის საფასურიც თითო დომენზე იქნება თვეში 1 ლარი.

როგორ გავაკეთო დომენის ტრანსფერი კავკასუს ონლაინიდან?

დააგენერირეთ ტრანსფერის კოდი domenebi.ge-ზე დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია domenebi.ge-ზე ჩაწერეთ დომენის დასახელება და ტრანსფერის კოდი ტრანსფერის გვერდზე გადაიხადეთ დომენის მინიმუმ 1 წლის საფასური დაელოდეთ დაახლოებით 10-15 წუთი და დომენის ტრანსფერის პროცესი დასრულდება ავტომატურ რეჟიმში.

შეფერხდება თუ არა დომენი ტრანსფერის პროცედურისას?

დომენის ტრანსფერის პროცედურისას, დომენის მუშაობა არ შეფერხდება.

რა ხდება დომენის გასხვისების შემდგომ?

დომენის გასხვისების შემდეგ, დომენზე სრული უფლებამოსილება გადაეცემა იმ პიროვნებას ან ორგანიზაციას, ვისაც გაუგზავნით ტრანსფერის კოდს და ელ-ფოსტის საშუალებით დაადასტურებთ ტრანსფერს.

რას ნიშნავს ონლაინ შეკვეთის ფორმაში ველი NS?

დომენის რეგისტრაციისათვის აუცილებელია მინიმუმ ორი სერვერის (primary and secondary DNS) არსებობა. ამ ველში უნდა მიუთითოთ ის სერვერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დომენის ფუნქციონირებას.

რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი .ge ზონაში?

*.ge - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის;
*.com.ge (generic) - კომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.edu.ge (generic) - მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
*.org.ge (generic) - არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.net.ge (generic) - ორგანიზაციებისთვის;
*.pvt.ge (generic) - მხოლოდ კერძო პირებისათვის (იხილეთ .GE დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები).

როგორ უნდა გადავიხადო რეგისტრაციის თანხა?

დომენის რეგისტრაციის თანხის გადახდა შეგიძლიათ Visa და Mastercard ბარათების საშუალებით.

რამდენ ხანში დარეგისტრირდება დომენი?

დომენის რეგისტრაცია და აქტივაცია ხდება მომენტალურად, რეგისტრაციის დასრულებისთანავე.

რა არის პრემიუმ დომენი?

დომენი, რომლის ყიდვაც შესაძლებელია ჩვენს პლათფორმაზე იურიდიული ან ფიზიკური პირისგან, მის მიერ მითითებულ ფასად.

რა არის დომენის პარკინგი?

დომენის პარკინგის ჩართვის შემთხვევაში, დომენი აქტიური იქნება მასზე ვებ-გვერდის განთავსებამდეც. ასევე გექნებათ შესაძლებლობა პარკინგის გვერდზე გამოიტანოთ თქვენთვის სასურველი მინი ვებ-გვერდის ვიზუალი.

რა არის ფარული რეგისტრაცია?

აღნიშნული სერვისის გააქტიურების შემთხვევაში დომენის მფლობელს შეუძლია დაფაროს საკუთარი პირადი მონაცემები.

Alternate Text
გაქვთ კითხვები, რომლის პასუხიც ვერ იპოვეთ?

დაგვიკავშირდით მესინჯერში ან ტელეფონზე და ჩვენ გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას დომენის რეგისტრაციასა და მართვის შესახებ